შინაგანაწესი

თბილისი 2017-18 სასწავლო წელი

თავი I
ზოგადი ნაწილი

  1. შ.პ.ს. ზენიტი საშუალო სკოლა “ზენიტი”შემდგომში “სკოლა”) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, სკოლის წესდებისა და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად;
  2. შინაგანაწესი შედგენილია ,,საქართველოს კონსტიტუციის”, საქართველოს კანონების: ,,ზოგადი განათლების შესახებ”, ,,კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,შრომის კოდექსისა” სხვა სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ამ სკოლის წესდების საფუძველზე;
  3. შინაგანაწესი მიზნად ისახავს შრომის დისციპლინის განმტკიცებას, შრომის სწორ ორგანიზებას, სამუშაო დროის სრულ და რაციონალურ გამოყენებას;
  4. შინაგანაწესი საზღვრავს სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის სისტემას, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას, სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს და/ან კანონიერ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა პირობებს;
  5. სკოლაში დასაქმებული ყველა პირი, მოსწავლე და მშობელი მოვალეა დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
  6. სკოლა სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით და სკოლის წესდებით მინიჭებული ავტონომიურობით;

თავი II
სკოლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესები

  1. სკოლაში ყალიბდება სკოლის ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს: თანამშრომელთა შტატებს, სკოლის მართვის ორგანოებს და სტრუქტურულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა, შექმნის წესი, ფუნქციები და საქმიანობის ფორმები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და ამ შინაგანაწესით;
  2. სკოლის საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოს განიხილავს პარტნიორთა საერთო კრება და ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  3. სკოლის პედაგოგები და დირექციის წევრები სამუშაოზე მიიღებიან შინაგანაწესით დადგენილი წესით;
  4. სამუშაოზე მიღებისას სკოლის დირექცია ვალდებულია მისაღებ პირს მოსთხოვოს:
    1. განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე,
    2. შრომის წიგნაკის წარდგენა დაქირავებულის სურვილის შემთხვევაში ან ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ.;
    3. CV
    4. დიპლომის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
    5. სერთიფიკატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული(არსებობის შემთხვევაში); ვ).პირადობის მოწმობის ასლი;
    6. ფოტოსურათი.
  5. თანამშრომლის მიღებისას სკოლის დირექცია ვალდებულია:
    1. გააცნოს მას სკოლის შინაგანაწესი;
    2. ჩაუტაროს გასაუბრება პროფესიულ უნარებში: პროფესიული ეთიკის, შრომის და ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.
  6. სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან სკოლის დირექტორი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც აღნიშნულია თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, სამუშაო დრო და ადგილი, უფლება-ვალდებულებები და გასაჩივრების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები;
  7. ხელშეკრულება ფორმდება გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 3 თვისა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელშეკრულებო ვადით;
    თითოეულ თანამშრომელზე სკოლაში გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება: განცხადება, ჩV, პირადობის ასლი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ხელშეკრულება სამუშაოზე დანიშვნის შესახებ, ბრძანებათა ასლები გადაყვანის, წახალისებისა და გათავისუფლების შესახებ;
  8. ხელშემკვრელ მხარეებს უფლება აქვთ დაარღვიონ დადებული შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ, არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, წერილობით უნდა გააფრთხილონ მეორე მხარე;
  9. სკოლის თანამშრომლები შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადამდე შეიძლება გათავისუფლდნენ მათი ავადმყოფობის, არსებული კანონმდებლობის და ამ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევებში;
  10. დირექციის წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლებისას, ახალი წევრის დანიშვნამდე, გათავისუფლებული წევრის მოვალეობას ითავსებს სკოლის დირექტორი;
  11. ვადაზე ადრე პედაგოგის გათავისუფლებისას, ახალი პედაგოგის დანიშვნამდე მისი ფუნქციები შეიძლება დაეკისროს იმავე საგნის შემცველ პედაგოგს ან პრაქტიკანტს;
  12. სკოლის არაპედაგოგი თანამშრომლები სამუშაოზე მიიღებიან პირადი განცხადების საფუძველზე. მათ სამუშაოზე მიღების საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი, რომელიც დებს მათთან შრომით ხელშეკრულებას.
  13. თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს, არსებული კანონმდებლობისა და ამ შინაგანაწესის ფარგლებში წყვეტს სკოლის დირექტორი, რისთვისაც გამოსცემს სათანადო ბრძანებას;
  14. დაუშვებელია თანამშრომლის დათხოვნა შვებულების ან დროებითი შრომისუნარიანობის დაკარგვის დროს;
  15. სკოლის თანამშრომელთა პირადი საქმე ინახება ოფისმენეჯერთან და ინფორმაცია შედის მონაცემთა ბაზაში.

თავი III
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება

  1. სკოლის სამივე საფეხურზე ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთისაგან განუყოფელად მიმდინარეობს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
  2. სასწავლო წლის ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული გრაფიკით (167 სასწავლო დღე 2-11 კლასებისთვის, ხოლო 150 დღე 1 და 12 კლასებისთვის.), ხუთდღიანი სამუშაო კვირით. სწავლა იწყება 18 სექტემბერს და მთავრდება 20.05.2018 წ 1-12 კლასებისთვის, ხოლო 2-11 კლასებისთვის- 15.06 2018 წ. სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით. დასვენების დღეებია: 14.10; 23.11; 3.03.; 8.03; 9.05; 12.05; 26.05; აღდგომის 4 დღე(დიდი ხუთშაბათი, წითელი პარასკევი, აღდგომის შემდგომი ორშაბათი და სამშაბათი. საშობაო არდადეგები 31.12.2017წ-14.01.2018წ ჩათვლით;
  3. არდადეგების გრაფიკს შეიმუშავებს სკოლის დირექცია ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, ათანხმებს პარტნიორთა საერთო კრებასა და პედაგოგიურ საბჭოსთან. არდადეგების დაწყებისას დირექტორი გამოსცემს ბრძანებას და განსაზღვრავს პედაგოგთა სამუშაო დროს და ღონისძიებათა გრაფიკს;
  4. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ერთ ცვლად. გაკვეთილების ხანგრძლივობა პირველ კლასში განისაზღვრება 35 წთ-ით, დანარჩენ კლასებში-45 წთ. გაკვეთილების ცხრილს, სასწავლო დღის რეჟიმსა და სამუშაო დღის ხანგძლივობას სკოლის პერსონალისთვის შეიმუშავებს დირექცია ითანხმებს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს დირექტორი. სასწავლო პროცესი იწყება დილის 9-00სთ-ზე. გაკვეთილებს შორის დასვენება 5 წთ, მე-3 გაკვეთილის შემდეგ დასვენება 15 წთ
  5. დღის რეჟიმი: 1. 9.00სთ-9.45სთ;
    1. 9.50სთ-10.35სთ;
    2. 10.40სთ-11.25სთ;
    3. 11.40სთ-12.25სთ;
    4. 12.30სთ-13.15სთ;
    5. 13.20სთ-14.05სთ;
    6. 14.10სთ-14.55სთ.
  6. ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწავლო პროცესის დღის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს მოსწავლის სასარგებლოდ(მაგ.ყინვები, გზაზე საცობი, ინფექციური ეპიდემიები და სხვა);
  7. გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია;
  8. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე და დარჩეს სამუშაოს დასრულებამდე;
  9. საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში აცნობოს დირექციის წევრებს, არაუგვიანეს ერთი საათისა მისი სამუშაოს დაწყებამდე;
  10. შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში დირექცია უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული სასჯელი;
  11. პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯული დრო ჩაითვალოს სამუშაო დროდ;
  12. დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  13. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი მომსახურების ანაზღაურება ხდება მოსწავლეთა მშობლების და/ან კანონიერი წარმომადგენლების მიერ;
  14. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი მომსახურების გადასახადის შეღავათებით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
    1. და-ძმა;
    2. მრავალშვილიანი ოჯახის შვილები;
    3. დამფუძნებელთა შვილები.
  15. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით;
  16. დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე დაიყვანება განკარგულების სამასწავლებლოში გამოკვრით, ან თათბირზე განცხადებით ან დირექციის წევრთა მეშვეობით;
  17. კლასის მშობელთა კრებას იწვევს კლასის დამრიგებელი. უფრო ფართო წარმომადგენლობით მშობელთა კრებას იწვევს დირექტორი, პარტნიორთა საერთო კრება ან პედსაბჭო;
  18. მშობელთა კრებაზე განიხილება სასწავლო პროგრამების განხორციელების, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების, დისციპლინის გაუმჯობესების, ორგანიზაციული და სხვა საკითხები. მშობელთა დასწრება კრებაზე სავალდებულოა;
  19. კლასის მშობელთა კრება მოიწვევა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, თითოეული სემესტრის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში, სასწავლო წლის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე კრება;
  20. კლასის კრებაზე შეიძლება მოწვეულ იქნას ნებისმიერი საგნის მასწავლებელი და სკოლის დირექციის წევრები. მოწვევისას ისინი ვალდებულნი არიან დაესწრონ კრებას;
  21. სკოლაში ყოველი კვირის პარასკევი ითვლება მშობლის დღედ. მშობელს ამ დღეს შეუძლია შეხვდეს დირექციის წარმომადგენლებს და საგნის მასწავლებლებს;
  22. ყველა საფეხურზე სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამას ახორციელებს მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი, საგნობრივ კათედრებზე შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიხედვით, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შეთანხმებულია პარტნიორთა საერთო კრებაზე, განხილულია პედსაბჭოზე და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ.

თავი IV
მოსწავლეთა მიღების, მათი შეფასების, კლასიდან კლასში გადაყვანის და საგანმანათლებლო სერთიფიკატების გაცემის წესი

  1. სკოლის მოსწავლეთა დასაშვებ კონტიგენტს, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით განსაზღვრავს სკოლის დირექცია;
  2. სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები I-VI და VII-XII კლასში გასაუბრების საფუძველზე.მოსწავლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
    1. განცხადება;
    2. ფოტოსურათი 2ც.(3X4);
    3. დაბადების მოწმობის დედანი;
    4. მოსწავლის პირადი საქმე;
  3. სასკოლო შეფასება რეგულირდება სპეციალური დებულებით, რომელიც წარმოადგენს ამ შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს; 4.4.დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასებში მიდინარეობს მოსწალეთა განმავითარებელი შეფასება წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციებისა, თუ რჩევების სახით, ხოლო მე-5–12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით ათქულიანი სისტემით. მოსწავლეთა წარმატების მინიმალურ ბარიერად პედსაბჭოს გადაწყვეტილებითდა დირექტორის დამტკიცებით ჩათვლილია 5 და 5-ზე მეტი ქულა;
  4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს სწავლების სპეციალური ფორმა, რომელიც რეგულირდება სასკოლო დოკუმენტით `ინკლუზიური განათლების დებულება~;
  5. მე-5-მე-12 კლასებში მიმდინარე სემესტრულ და წლიურ შეფასებას ახდენს საგნის მასწავლებელი, საბაზო საფეხურის დამთავრებისას მოსწავლე ვალდებულია ჩააბაროს ყველა ის საგანი, რომელშიც მას არადამაკმაყოფილებელი შეფასება ჰქონდა მიღებული, თუ ვერ ჩააბარა იმეორებს სწავლებას იმავე კლასში;
  6. მე-5 კლასიდან მოსწავლის შემდგომ კლასში გადაყვანა ხდება მასწავლებლის წლიური შეფასების საფუძველზე. რომელიმე კონკრეტულ საგანში და/ან საგანთა ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა დავალება განსაზღვრული ვადით და წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გადადის მომდევნო კლასში, თუ წლიური შეფასება 5 ქულაზე დაბალია, მოსწავლე იმეორებს იმავე კლასს;
  7. ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნის შეფასება ნიშნით არ ხდება. იწერება `ჩათვლა~ ან `არ ჩათვლა~. რომელიმე კონკრეტულ 2 საგანში და/ან საგანთა ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა დავალება განსაზღვრული ვადით და წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გადადის მომდევნო კლასში. ორზე მეტ საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასებისას მოსწავლე რჩება კურსის განმეორებით მოსასმენად;
  8. საბაზო საფეხურის დამთავრებისას მოსწავლე ვალდებულია ჩააბაროს საგანი, რომელშიც . არადამაკმაყოფილებელი შეფასება ჰქონდა მიღებული;
  9. საბაზო საფეხურზე ეროვნული გეგმით გაუთვალისწინებელი პროგრამის შეფასება ნიშნით არ ხდება. იწერება `ჩათვლა~ ან `არ ჩათვლა~ და არ ახდენს გავლენას მოწმობის გაცემაზე;
  10. საშუალო საფეხურზე მოსწავლის გადაყვანა საბაზო საფეხურიდან ხდება მასწავლებლის წლიური შეფასების საფუძველზე, თუ წლიური შეფასება 5 ქულაზე დაბალია, მოსწავლე ვერ გადავა საშუალო საფეხურზე;
  11. სწავლების სამივე საფეხურზე მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის და/ან კურსის განმეორებით მოსმენის და საშუალო საფეხურიდან მოსწავლის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს დიტრექტორს ითანხმებს პარტნიორთა საერთო კრება და იხილავს პედაგოგიური საბჭო;
  12. მოსწავლე, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გაცდენილი აქვს საგნის ან საგანთა ჯგუფის 1/3-ზე მეტი არ შეფასდება საგნის მასწავლებლის მიერ. მოსწავლე, რომელსაც სასწავლო წლის განმავლობაში დაუგროვდება 1/3-ზე მეტი (167-დან) არასაპატიოდ გაცდენილი სასწავლო დღეები რჩება იმავე კლასში კურსის განმეორებით გავლის მიზნით;
  13. სკოლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  14. შეფასების ჯგუფისის წევრთა რაოდენობა არ არის 3-ზე ნაკლები, საჭიროების შემთხვევაში დირექტორის წარდგინებით ჯგუფს ემატება საგნის მასწავლებელი;
  15. სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი და/ან კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია წარმოადგინოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადი საქმე, მიმდინარე შეფასება, ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ;
  16. თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მოსწავლის პარალერულ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი;
  17. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას, დირექცია ვალდებულია მოსწავლეს და მის მშობელს და/ან კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლის ქცევის კოდექსი;
  18. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე.
  19. საბაზო საფეხურზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე იმეორებს კლასს იმდენჯერ, სანამ არ მიაღწევს საბაზო საფეხურის დამაკმაყოფილებელ შეფასებას;
  20. აუცილებელია საპატიო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა სკოლაში გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში;

თავი V
სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი

  1. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილეებად ითვლებიან: მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, მშობელი და დირექცია;
  2. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება სკოლის წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით.
  3. სკოლის ტერიტორიაზე აკრძალულია:
    1. სიგარეტის მოწევა;
    2. ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და იარაღის (ცეცხლსასროლი, ცივი, ქარხნული წარმოების და/ან თვითნაკეთი), ბასრი საგნების ან იმ ნივთების (კუსტარულად დამზადებული, კასტეტის) ტარება, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებული იქნეს როგორც იარაღი;
    3. ანტისოციალური და აგრესიული ქცევა;
    4. ყველანაირი ძალადობა (სიტყვიერი, ფიზიკური, სექსუალური, ემოციური);
    5. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა;
    6. უცხო პირთა შემოსვლა;
  4. დაუშვებელია:
    1. სკოლის შენობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხელყოფა;
    2. გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება (დასაშვებია მხოლოდ დასვენების დროს);
    3. არასაპატიო მიზეზით სკოლის გაცდენა;
    4. არასაპატიო მიზეზით გაკვეთილის გაცდენა ან დაგვიანება.
  5. სკოლაში მოსწავლის ან მისი პირადი ნივთების ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ამ პროცედურის უგულვებელყოფა წარმოადგენს რისკს სხვა მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისთვის, რაზეც მას (მოსწავლეს) დეტალური ახსნა განმარტება ეძლევა;
  6. ყოველი ასეთი ღონისძიება ფიქსირდება წერილობითი ოქმის სახით, მითითებულია დრო და ჩხრეკის მიზეზი, ნაპოვნი ნივთები (აღმოჩენის შემთხვევაში), დამსწრე პირები. ოქმი ხელმოწერილია ყველა დამსწრის მიერ;
  7. სკოლაში აღმოჩენილი აკრძალური ნივთები ექვემდებარება კონფისკაციას და მშობლის და/ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას;
  8. დაუშვებელია მოსწავლის ფიზიკური დასჯა დისციპლინარული სახდელის სახით. საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის და/ან სხვათა დაცვის მიზნით არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად;
  9. მოსწავლეს უფლება აქვს:
    1. სკოლაში მიიღოს განათლება კანონით განსაზღვრული წესით და სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ფორმით;
    2. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
    3. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი მოსწრების შესახებ;
    4. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსის პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით;
    5. ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით განათლების მიღების მიზნით სკოლის წესდებიდან და შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
    6. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო სამსახურის და სასადილოს მომსახურებით, დამატებითი საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საშუალებებით;
    7. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე და პედსაბჭოზე. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას;
    8. შექმნას კანონით დაშვებული ნებისმიერი ორგანიზაცია და/ან ინტერესთა კლუბები;
    9. თავისუფლად გამოთქვას აზრი.
  10. მოსწავლე ვალდებულია:
    1. სისტემატურად დაესწროს გაკვეთილებს და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას;
    2. შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები;
    3. დაიცვას და შეასრულოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. იყოს დისციპლინირებული, ბეჯითი. აკონტროლოს თავისი მეტყველება და ქცევის მანერები, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას;
    4. პატივისცემით მოექცეს ამხანაგებს, მასწავლებლებს და სკოლის მომსახურე სხვა პერსონალს;
    5. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და პირად სასწავლო ნივთებს. არ დაკარგოს და დროულად დააბრუნოს ყველა ის ნივთი (მათ შორის სკოლის ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი), რომელიც მას დროებოთი სარგებლობისათვის გადაეცა; 6.გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი მატერიალური და/ან ფიზიკური შრომით; 7.დაიცვას უსაფრთხოების წესები;
    6. შეასრულოს მასწავლებლების და დირექციის წევრების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები თავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, სკოლის წესდებასთან და სკოლის შინაგანაწესთან;
    7. მოსწავლე პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე, მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის და სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური სასმელის ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში;
    8. მასწავლებელს უფლება აქვს:
    9. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
    10. ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით, საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
    11. მიიღოს ინფორმაცია დირექციისაგან და განათლების სისტემის მართვის ორგანოებისაგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;
    12. მიიღოს დროული ინფორმაცია, როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ;
    13. მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში კანონმდებლობით და სკოლის წესდებით განსაზღვრული ფორმით;
    14. მონაწილეობა მიიღოს ხელმძღვანელი კადრების შერჩევის მიზნით მოწყობილ კონკურსებში, წამოაყენოს საკუთარი და სხვისი კანდიდატურა არჩევით თანამდებობაზე;
    15. მოითხოვოს წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი სამუშაო პირობები.
  11. მასწავლებელი ვალდებულია:
    1. შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
    2. იყოს კოლეგიალური და დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
    3. უწყვეტად სრულყოფდეს კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. მუდმივად გამოავლინოს ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად;
    4. კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობა, იზრუნოს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის მაღალი ხარისხისათვის;
    5. შეასრულოს განათლების სისტემის მართვის ორგანოთა და სკოლის მმართველობით ორგანოთა ბრძანებები, განკარგულებები, სხვა მოთხოვნები, რომლებიც თავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, სკოლის წესდებასთან, შინაგანაწესთან და შრომით ხელშეკრულებასთან;
    6. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
    7. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;
    8. დაიცვას შრომითი დისციპლინა. დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა;
    9. ხელი შეუწყოს ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას;
    10. არ დაუშვას მოსწავლის დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური მდგომარეობისა და წარმომავლობის ან პირადი შეხედულების მიხედვით.
  12. კლასის დამრიგებელს უფლება აქვს:
    1. მოითხოვოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ჩართულ მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
  13. კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
    1. შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები;
    2. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
    3. ყოველი სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
      გამოიკვლოს მოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზები და აცნობოს მშობელს;
    4. საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
    5. მოსწავლის მიერ ექვსი ან მეტი გაკვეთილის არასაპატიო ან დაუდგენელი მიზეზით გაცდენის შემთხვევაში აცნობოს სკოლის დირექციას;
    6. შეიმუშაოს და მონიტორინგი გაუწიოს სადამრიგებლო კლასის და/ან ჯგუფის და კლასში და/ან ჯგუფში თითოეული მოსწავლის მიღწევათა გეგმას;
    7. შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი;
    8. ხელი შეუწყოს, წაახალისოს და დანერგოს მოსწავლეთა შემოქმედებითი ინიციატივები;
    9. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გაწევრიანებას სკოლაში მოქმედ წრეებში;
    10. მოაწყოს შემეცნებით-სასწავლო-სააღმზრდელო ექსკურსიები;
    11. მოსწავლეებში დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი;
      კვირაში ერთხელ ჩაატაროს კლასის საათი სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მიმართულებების მიხედვით.
    12. მშობელს უფლება აქვს:
    13. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
    14. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლებისაგან და სკოლის დირექციისაგან სკოლის ფუნქციონირების საკითხზე;
    15. მიიღოს მონაწილეობა სკოლის საქმიანობაში წესდებით განსაზღვრული ფორმით;
    16. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე, პედსაბჭოს სხდომებზე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას.
  14. მშობელი ვალდებულია:
    1. უზრუნველყოს შვილისათვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა, იზრუნოს თავისი შვილის სასწავლო ნივთებსა და სახელმძღვანელოებზე. იზრუნოს მოსწავლის იერ-სახეზე;
    2. შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და დირექციასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;
    3. პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;
    4. შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები სკოლის წინაშე;
    5. აანაზღაუროს სკოლისადმი მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;
    6. სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;
    7. აცნობოს კლასის დამრიგებელს სკოლის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ, ბავშვის ჯანმრთელობის და/ან ოჯახური პირობების გაუარესების ან გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შესახებ.
  15. დირექტორის უფლება-მოვალეობებია:
    1. შეიმუშაოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და მისი განხორციელების გზები;
    2. პირობებისა და წესის შესაბამისად დადოს/შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულებები თანამშრომლებთან;
    3. დირექციასთან ერთად შექმნას ობიექტური შეფასების სისტემა, აწარმოოს თანამშრომელთა საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი მათი სამართლიანი შეფასებისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
    4. შეიმუშაოს და განახორციელოს სკოლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები;
    5. შეიმუშაოს და განახორციელოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასთან და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხები;
    6. მოახდინოს რეაგირება დისციპლინარულ გადაცდომაზე, განახორციელოს დისციპლინარული დევნა და დააწესოს დისციპლინარული სახდელი;
    7. შესთავაზოს მშობლებს ეროვნული გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
    8. შეიმუშაოს საგნობრივ კათედრებთან ერთად და დაამტკიცოს სასკოლო სტანდარტები, პროგრამები და შეფასების ფორმები;
    9. ჩაატაროს სასკოლო ოლიმპიადები, სემინარები, კონფერენციები, სპორტული ღონისძიებები და საქველმოქმედო აქციები;
    10. შეფასების ჯგუფთან შეთანხმებით შეიმუშაოს პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;
    11. მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება კომერციული საქმიანობით, შემოწირულობებითა და კანონით დაშვებული სხვა წყაროებით;
    12. დაამყაროს მჭიდრო კავშირები სხვა სკოლებთან (მათ შორის უცხო ქვეყნის). დაგეგმოს და განახორციელოს ერთობლივი პროგრამები და ღონისძიებები;
    13. გამოსცეს შიდა ადმინისტრაციული აქტები;
    14. ხელი შეუწყოს სკოლაში კანონის განხორციელებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში;
    15. პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშაოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული ვალდებულებანი;
    16. გაანაწილოს თანამშრომელთა ფუნქციები, უზრუნველყოს მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების გადანაწილება;
    17. შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ხელშემწყობი გარემო, ხელი შეუწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლას, გავრცელებასა და დანერგვას;
    18. იზრუნოს თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის კოლეგიალური, ჰარმონიული და უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე;
    19. მხარი დაუჭიროს და განავითაროს მასწავლებელთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს მათი მონაწილეობა სკოლის მართვაში;
    20. შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო;
    21. უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა;
    22. გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა);
    23. აწარმოოს სწორი, არადისკრიმინაციული და სამართლიანი საკადრო, საბიუჯეტო, საფინანსო და სამეურნეო პოლიტიკა;
    24. სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან განხილვით, პარტნიორთა საერთო კრებასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს სკოლის მარეგულირებელი დოკუმენტების სრული პაკეტი:
      1. სკოლის წესდება
      2. სკოლის შინაგანაწესი;
      3. სკოლის შეფასების სისტემა;
      4. მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება;
      5. საგნობრივი/საგანთა ჯგუფის კათედრების დებულება;
      6. ინკლუზიური განათლების დებულება;
      7. ეროვნული გეგმით გაუთვალისწინებელი მომსახურების (დამატებითი განათლება) დებულება;
      8. სადამრიგებლო პროგრამა;
      9. თანამდებობრივი ინსტრუქციები;
      10. ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის;
      11. ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის.

თავი VI
შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისგების ფორმები

  1. მოსწავლეს, ქცევის კოდექსის დარღვევისათვის, დისციპლინარული გადაცდომებისათვისშეიძლება დაედოს დისციპლინარული სახდელის ერთერთი ფორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად;
  2. მოსწავლის დისციპლინარული სახდელებია:
    1. მშობელთან დაკავშირება და თათბირი:
      გულისხმობს: კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან. მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით.სახდელი გამოიყენება: მოსწავლის მიერ გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის; უსაფრთხოების წესების უგულებელყოფისათვის; ამხანაგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის; გაკვეთილზე ორი ან მეტი დაგვიანებისათვის; ერთი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის; სწავლისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის.
    2. გასაუბრება დირექტორთან:
      გულისხმობს: მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინარული გადაცდომისა და შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ; სახდელი გამოიყენება: განმეორებით გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის;
      ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცხყოფისათვის; ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის, ან სამზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.
    3. საყვედურის გამოცხადება:
      გულისხმობს: მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას;
      სახდელი გამოიყენება: ამ მუხლის 1) და 2) პუნქტით გათვალისწინებული სახდელის უგულვებელყოფისათვის; დისციპლინის უხეში დარღვევისათვის; ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის; მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვი; მოსწავლის ქცევის კოდექსის სისტემატიური დარღვევისათვის.
    4. გამოსაცდელი ვადის დაწესება:
      გულისხმობს: არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მოსწავლისათვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას,
      დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.
      სახდელი გამოიყენება: ამხანაგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, სწავლისადმი სისტემატიური ზერელე დამოკიდებულებისა და დაბალი აკადემიური მოსწრებისათვის; სკოლაში სიგარეტის და/ან ალკოჰოლური ნივთიერებების შემოტანისთვის.
    5. სკოლის მომსახურებით სარგებლობის პრივილეგიის ჩამორთმევა დროებით:
      გულისხმობს:
      სკოლის ცალკეული მომსახურებით სარგებლობის უფლების (წრეობრივი
      მეცადინეობები, კომპიუტერული ქსელითა და ინტერნეტით სარგებლობა,
      ექსკურსიაზე წასვლა, სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ.)
      ჩამორთმევას დროებით.
      სახდელი გამოიყენება: უცენზურო სიტყვების ხმარებისთვის, სხვა მოსწავლის სიტყვიერი და ფიზიკური
      შეურაცხყოფისა, მოსწავლისთვის შეუფერებელი ჩაცმულობისა და ვარცხნილობისათვის.
    6. ზარალის ანაზღაურება:
      გულისხმობს; თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი
      და/ან მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის და/ან ინვენტარის შეცვლას
      ახლით.
      სახდელი გამოიყენება: თუ მოსწავლე ხელყოფს სკოლის შენობას და/ან სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
    7. სკოლიდან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნა:
      გულისხმობს: მოსწავლის ჩამოშორებას გაკვეთილებიდან და სკოლის მიერ
      ორგანიზებული სხვა ღონისძიებებიდან დროებით.
      სახდელი გამოიყენება: თუ მოსწავლე არ დაემოჩილა და/ან განმეორებით დაიმსახურა
      ამ მუხლის 1), 2), 3), 5) და 7) პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
      სახდელის ფორმა ექვემდებარება შემდეგ წესებს:
      ა.სკოლიდან მოკლევადიანი (ერთი, სამი ან ხუთი დღით) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს, მას შემდეგ რაც შეხვდება მშობელს და აცნობებს მისი შვილის დათხოვნის მიზეზს და ხანგრძლივობას. სკოლაში დაბრუნებული მოსწავლე ვალდებულია ორი დღის განმავლობაში ჩააბაროს გამოტოვებული მასალა;
      ბ.გადაწყვეტილებას სკოლიდან გრძელვადიანი (ათი დღე) დათხოვნის შესახებ ღებულობს სკოლის დირექტორი მას შემდეგ, რაც ამოიწურება სასჯელის ყველა შესაძლო ზომა;
      გ.გრძელვადიანი დათხოვნის შემთხვევაში, მშობელს უნდა მიეცეს წერილობითი დასკვნა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას:
      1.გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ;
      2.გასაჩივრების უფლებისა და მექანიზმის შესახებ;
      3.იმ პირის შესახებ, ვისაც უნდა მიმართოს გასაჩივრების შემთხვევაში;
      4.გასაჩივრების ვადების შესახებ.
      8).სკოლა სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს ინფორმაციას მოსწავლეზე, თუ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და/ან შემოიტანა სკოლაში ნარკოტიკული საშუალება და ან იარაღი.
      9).მოსწავლის მიერ საგაკვეთილო პროცესისათვის ხელის შეშლა და აქედან გამომდინარე სხვა მოსწავლის სწავლის უფლების და/ან მოსწავლის უფლებების შელახვა, განიხილება როგორც მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევა.
      6.3.სკოლის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სასჯელები:
      1.შენიშვნა;
      2.საყვედური;
      3.სასტიკი საყვედური;
      4.სამსახურიდან გათავისუფლება.
      5.დირექტორის გადაწყვეტილებით მასწავლებელს პირადი განცხადების საფუძველზე ან უამისოდ ამ მუხლის 1, 2, 3, სასჯელები მოეხსნას სასჯელის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
      6.4.გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად.
      მასწავლებელს შეიძლება მიეცეს:
      ა.შენიშვნა
      ა.1.ორზე მეტი დაგვიანებისათვის ან ერთი გაკვეთილის გაცდენისათვის.
      ბ.საყვედური
      ბ.1.მეორე შენიშვნის მიღებისას;
      ბ.2.ხუთზე მეტი დაგვიანებისთვის ან ორი და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის;
      ბ.3.პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის; ბ.4.სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
      ბ.5.უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის; ბ.6.პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
      ბ.7.სასკოლო დოკუმრნტაციის უხარისხოდ წარმოებისათვის;
      ბ.8.სწავლა/სწავლების დაბალი ხარისხისთვის;
      ბ.9.დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
  3. გ. სასტიკი საყვედური
    გ.1.ორი საყვედურის ან შენიშვნისა და საყვედურის მიღებისთვის;
    გ.2.სისტემატიური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის გაცდენისთვის;
    გ.3.მოსწავლის და/ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხოფისათვის;
    გ.4.შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
    გ.5.საკუთარი სკოლის მოსწავლის, მატერიალური დაინტერესების მიზნით, კერძოდ მომზადებაში;
    გ.6.სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
    გ.7.გაკვეთილის ჩაშლისათვის;
    გ.8.პედსაბჭოს ორი და მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
    გ.9.სწავლება/სწავლის სისტემატიურად დაბალი ხარისხისათვის;
    გ.10.დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატურად შეუსრულებლობისათვის.
  4. 6.5.მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება გათავისუფლდეს:
    1.სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს ადმინისტრაციულ სასჯელს;
    2.პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;
    3.მოსწავლის და/ან კოლეგის ფიზიკური და განმეორებით სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის,
    4.სისტემატური დაგვიანებისა და გაცდენისათვის;
    5.უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი გახდა;
    6.მეცადინეობის სისტემატური ჩაშლისათვის.
    6.6.მასწავლებელს ადმინისტრაციულ სასჯელს ადებს დირექტორი. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

თავი VII
დისციპლინარული სახდელების უფლებამოსილი პირები და სტრუქტურული ერთეულები

  1. სკოლის დირექტორისათვის ადმინისტრაციული სასჯელის ფორმები და მათი გამოყენების პირობები განისაზღვრება განათლების და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესით;
  2. მოსწავლის მშობელთან დაკავშირება/თათბირი, ასევე დირექტორთან გასაუბრება, შეიძლება განახორციელოს კლასის დამრიგებელმა და დირექტორის მოადგილემ ან ორგანიზატორმა;
  3. სკოლის მომსახურების პრივილეგიის ჩამორთმევას და ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი;
  4. საყვედურის გამოცხადების, გამოსაცდელი ვადის დაწესების, მოკლევადიანი გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს პედსაბჭო და ათანხმებს დირექტორთან, ასევე დირექტორი, პირდაპირი წესით;
  5. გრძელვადიანი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი;
  6. დისციპლინარული სახდელი საჩივრდება განათლების სისტემის ორგანოებში და/ან სასამართლოში;
  7. დისციპლინარული სახდელის გამოცხადების შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი მოსწავლის პირად საქმეში. ექვსი თვის შემდეგ მოსწავლის პირადი ან მშობლის განცხადების საფუძველზე, დისციპლინარული სახდელის დამდების ან პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მოეხსნას სახდელი პირად საქმეში სათანადო ჩანაწერის გაკეთებით;
  8. დაუშვებელია დისციპლინარული სასჯელის მოხსნის შემდეგ ამ სასჯელის არსებობის ფაქტის გათვალისწინება მომავალში.

თავი VIII
წახალისება წარმატებისათვის

  1. სწავლება-აღზრდის საქმეში მიღწეული წარმატებების, პედაგოგების სასკოლო შეფასებაში ერთ სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატური პროგრესისათვის და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისთვის, სკოლის თანამშრომლებისთვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:
    1. მადლობის გამოცხადება;
    2. პრემია ან ფულადი ჯილდო;
    3. დიფერენცირებული ხელფასი.
  2. სკოლის წარმატებულ მასწავლებელს მიეცემა განსხვავებული ხელფასი. მონაწილეობას მიიღებს მენტორთა პროგრამაში, მას შეუძლია კურაცია გაუწიოს იმავე საგნის დამწყებ მასწავლებლებს, პრაქტიკანტებს და იმ მასწავლებლებს, რომლებმაც შეფასებაში აჩვენეს დაბალი შედეგი;
  3. წახალისება ცხადდება ბრძანებით, ეცნობება პედსაბჭოზე სკოლის მთელ კოლექტივს და შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში;
  4. მოსწავლის ეთიკის კოდექსის დაცვის, მაღალი აკადემიური მოსწრების, სწავლაში და საზოგადოებრივ სასარგებლო სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება:
    1. მადლობის გამოცხადებით;
    2. სიგელით;
    3. დიპლომით;
    4. ფულადი პრემიით და სხვა ჯილდოებით;
    5. სტიპენდიით გარკვეული ვადით.

თავი IX
სკოლის შიდა კონტროლის ფორმები

  1. სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის მუშაობის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლებელია მშობლების ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;
  2. სკოლის დირექტორს უფლება აქვს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის ნება დართოს მშობელს, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში (დაასწროს მშობელი/მშობლები გაკვეთილებს);
  3. სკოლის დირექცია ვალდებულია სისტემატურად გამოაქვეყნოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია სკოლის ვებ გვერდზე;
  4. სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:
  5. საგნობრივი/საგანთა ჯგუფის კათედრების მუშაობის შესწავლა და
    შედეგების განხილვა/განზოგადება თათბირზე;
  6. პედაგოგთა პერიოდული შეფასების წარმოება;
  7. ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პერიოდული
    მონიტორინგი, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერების ტესტირებებისა და
    კონფერენციების ორგანიზებითა და მათგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
  8. საგანმანათლებლო ხარისხის დადგენის მიზნით, დირექცია უფლებამოსილია მოიწვიოს კვალიფიციური კადრები, ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა და ანალიზის საფუძველზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

თავი X
შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის წესი

  1. საკითხი შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ, შეიძლება დააყენოს სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1/3-მა და სკოლის დირექტორმა, წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ;
  2. შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები წარედგინება განსახილველად სკოლის პედაგოგიურ საბჭოს და პარტნიორთა საერთო კრებას;
  3. შინაგანაწესში ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და
    დამტკიცება ხდება კანონმდებლობის და სკოლის წესდების შესაბამისად.

თავი XI
შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები

  1. შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტები:
    1. მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
    2. მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება;
    3. სკოლის შეფასების სისტემა;
    4. საგნობრივი/საგანთა ჯგუფის კათედრების დებულება;
    5. თანამდებობრივი ინსტრუქციები;
    6. ინკლუზიური განათლების დებულება;
    7. ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის;
    8. ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის.
  2. სკოლის შინაგანაწესი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.