მშობელთან ურთიერთობის ზოგადი დებულება

მუხლი 1. ეს დებულება აწესრიგებს დამოკიდებულებას მასწავლის მშობელსა და სკოლას შორის და ადგენს მშობლის უფლებებსა და ვალდებულებებს სკოლის მიმართ.

მუხლი 2. მშობლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
2.1 მოსწავლის მშობელს უფლება აქვს, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს ამ თავით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.
2.2 სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მშობლის უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები, თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე;
ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკებისა, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;
გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების , დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

 

მუხლი 3. მშობლის ვალდებულებები
3.1 მშობელი ვალდებულია მიაქციოს ყურადღება შვილის ესთეტიკურ იერსახეს;
ა. ატაროს შვილი სკოლაში მოწესრიგებული;
ბ. შეუმოწმოს სასკოლო ნივთები;
გ. გამოცხადეს სკოლაში დამრიგებლის შეტყობინებისამებრ;
დ. მონაწილეობა მიიღოს სკოლის საკითხების განხილვაში;
ე. დამრიგებელთან ერთად შეიმუშაოს და განიხილოს კლასის საქმიანობის პრიორიტეტები;
ვ. დაეხმაროს დამრიგებელს სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმა-განხორციელებაში;
ზ. აანაზღაუროს სკოლისადმი მიყენებული მატერიალური ზარალი;
თ. დროულად და სრულად გადაიხადოს სწავლის საფასური;
ი. გაუფრთხილდეს სკოლის იმიჯს და ავტორიტეტს;
კ. დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

 

მუხლი 4. მხარეთა უფლება მოვალეობები
4.1 მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს სკოლისაგან სწავლების მაღალი ხარისხი;
4.2 შეიტანოს დირექციაში ცვლილებების პაკეტი სკოლის საქმიანობის შესახებ;
4.3 მოითხოვოს სკოლისაგან;
ა. მაღალკვალიფიცირებული მომსახურეობა;
ბ. უსაფრთხო, პოზიტიური სასწავლო გარემო;
გ. სანიტარული ნორმების დაცვა