ბიბლიოთეკარი

თანამდებობრივი ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. ბიბლიოთეკარი სკოლის დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს სკოლის თანამშრომელს.
1.2. ბიბლიოთეკარი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ სკოლის წესდებით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1.3. სკოლის ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1.4. ბიბლიოთეკარი ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე.
1.5. ბიბლიოთეკარის სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის საშტატო განრიგით.

 

მუხლი 2. ბიბლიოთეკარის უფლებები და მოვალეობები

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბიბლიოთეკარი:
2.1.ახორციელებს ამ ინსტრუქციის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.2.ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე,
რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკის განკარგულებაშია.
2.3.ეხმარება მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად მასალის შერჩევაში.
2.4.აძლევს რჩევებს მოსწავლეებს, რათა ჩამოუყალიბოს წიგნისადმი სწორი მოპყრობის ჩვევები.
2.5. სათანადო წიგნის ფონდის შემთხვევაში ბიბლიოთეკარი ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემას, სკოლის ბიუჯეტში თანხების მოზიდვის მიზნით.
2.6.ქმნის კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს.
2.7.ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის მუშაობას, პერიოდულად ანგარიშს აწვდის დირექტორს.
2.8.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს, სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის.
2.9.ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
2.10.აწყობს ლიტერატურულ გამოფენებს, აქტიურ მკითხველთა დაფას, ლიტერატურულ დილებს, ვიქტორინებს, შეხვედრებს ავტორებთან, გამომცემლობებთან, კურსდამთავრებულებთან აწარმოებს შთაბეჭდილების წიგნს.
2.11.ორგანიზებას უწევს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს.

ბიბლიოთეკარი ვალდებულია:
2.12.დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტი რაოდენობა.
2.13.მზადყოფნაში ჰქონდეს ბიბლიოთეკა სასწავლო პროცესისათვის.
2.14.შეადგინოს ბიბლიოთეკარის წლიური სამოქმედო გეგმები.
2.15.იზრუნოს სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
2.16.ორგანიზირება გაუწიოს ბიბლიოთეკის მეშვეობით ტესტირებების მიმდინარეობას საგნობრივი კათედრის ხელძღვანელებთან ერთად.
2.17.შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტების, კონკურსების მომზადებასა და განხორციელებას.
2.18.მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად შეიმუშაოს პროგრამები მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბების მიზნით.

მუხლი 3. ბიბლიოთეკარს თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში:

3.1. დირექტორთან შეაქვს წინადადებები ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ მოსწავლეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
3.2. დირექტორთან შეაქვს წინადადებები ბიბლიოთეკის საქმიანობში აქტიურად ჩართულ მასწავლებელთა და მშბელთა წახალისების მექანიმების დანერგვის შესახებ.
3.3. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
3.4. ასრულებს დირექტორის განსაკუთრებით რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს.

მუხლი 4. დასკვნითი დებულება

4.1. ინსტრუქცია ამოქმედდეს მისი დამტკიცების დღიდან.
4.2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ ინსტრუქციის დამტკიცებამდე მოქმედი ბიბლიოთეკარის თანამდებობრივი ინსტრუქცია.
4.3. ბიბლიოთეკარის თანამდებობრივი ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.