კათედრის დებულება

თ ა ვ ი 1.

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1.1 საგნობრივი კათედრა(შემდგომ კათედრა) არის სასწავლო–მეთოდური თვით მართველობითი ორგანო, რომელშიც ნებაყოფლობით გაერთიანებულია ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის მასწავლებელი. კათედრა ეწევა სასწავლო აღმზრდელობით, მეთოდოლოგიურ და კვლევით საქმიანობას, როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეებს შორის;

1.2.კათედრა წარმართავს სავალდებულო და არჩევითი საგნების სწავლებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში. გეგმავს და ახორციელებს კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობას;

1.3.კათედრა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ მასში გაერთიანებულია არანაკლებ სამი პედაგოგი–კათედრის წევრი;

1.4. კათედრაზე შეიძლება გაერთიანდეს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებელი სათათბირო ხმის უფლებით;

1.5.სკოლაში საგანთა დაჯგუფების პრინციპით ფუნქციონირებს შემდეგი კათედრები:
 მშობლიური ენისა და ლიტერატურის;
 უცხოური ენების;
 მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების;
 საზოგადოებრივი მეცნიერებების;
 ესთეტიკური ციკლის და სპორტის საგნები.

1.6.კათედრას აქვს თავისი კუთხე ბიბლიოთეკაში, სადაც დაცული იქნება მოქმედი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლიარი, მეთოდური ლიტერატურა, საცნობარო და პერიოდული გამოცემები, კომპიუტერული ტექნიკა ინტერნეტის ქსელით.(ამ პუნქტის ამუშავება დაიწყება 2018 წლის სექტემბრიდან)

თ ა ვ ი 2.

მიზნები და ამოცანები

მუხლი 2

2.1. საგნობრივი კათედრების ძირითადი მიზანია: ხელი შეუწყოს სკოლაში სწავლება სწავლისა და აღზრდის ხარისხის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას;

2.2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა განხორციელება;

2.3. საგნობრივი კათედრების ძირითადი ამოცანებია:
 სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
 მრავალფეროვანი შემაჯამებელი გაკვეთილების ანალიზის ნიმუშების შემუშავება და დამტკიცება საგნობრივ კათედრებზე ;
 სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში და სწავლების მეთოდების სრულყოფისკენ სწრაფვა;
 წარმატებული მასწავლებლების გამოცდილების შესწავლა და განზოგადება;
 პედაგოგთა პროფესიული ზრდის პროგრამების შემუშავება;
 საგნობრივი თემატური და კათედრების სამოქმედო გეგმების შემუშავება;
 მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება–შეფასება და შედეგების ანალიზი;
 უსაფრთხო, პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა ;
 ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
 გრიფ მინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევა;
 შეფასების რუბრიკების დადგენა.

თ ა ვ ი 3.

ანგარიშვალდებულება

მუხლი 3

3.1. კათედრა ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე; 3.2. კათედრის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კათედრის წევრებისა და დირექტორის წინაშე.

თ ა ვ ი 4.
კათედრის ხელმძღვანელობა და წევრთა ფუნქციები

მუხლი 4

4.1.კათედრას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს კათედრის წევრები ერთი წლის ვადით და ბრძანებით ნიშნავს დირექტორი;

4.2. კათედრას ჰყავს მდივანი, რომელსაც ირჩევს კათედრის წევრები ერთი წლის ვადით;

4.3. კათედრის თავმჯდომარეს ევალება:
 კათედრის მუშაობის ორგანიზება და მართვა;
 ცალკეული საგნისა და საგნობრივი ჯგუფების საგნების სწავლების კოორდინაცია;
 სამოქმედო გეგმის შედგენა წევრებთან ერთად;
 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
 კათედრის წევრების მუშაობის შესწავლა და ურთიერთდასწრების პროცესის ორგანიზება/ განხორციელება „კრიტიკული მეგობრის “ინსტიტუტის გამოყენებით ;
 კათედრის სხდომების წარმართვა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შემოწმება;
 შემოწმების შედეგების განხილვა კათედრის სხდომაზე;
 მოსწავლეთა აკადემიური დონის შედეგების შესწავლის მიზნით დიაგნოსტიკური წერების თემატიკის მომზადებასა და ჩატარების უზრუნველყოფა სემესტრების ბოლოს;
 დიაგნოსტიკური წერების შედეგების განხილვა ;
 წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა პედაგოგიური საბჭოსა და დირექტორის წინაშე.

4.4. კათედრის მდივანს ევალება:
 კათედრის მუშაობის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
 სხდომების ოქმების გაფორმება;
 კათედრის დოკუმენტაციის წარმოება/შენახვა;
 კათედრის თავმჯდომარის მითითებების შესრულება.

4.5. კათედრის წევრების უფლება–მოვალეობები:
 კათედრის ყველა წევრს უფლება აქვს კათედრის სხდომაზე განსახილველთა შეიტანოს:
 სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ნებისმიერი საკითხი;
 მის პირად საჭიროებებთან, მუშაობის პირობებთან, პროფესიულ და კარიერულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხები;
 მიიღოს რეკომენდაციები სწავლა/სწავლების საკითხებთან დაკავშირებით;
 გაეცნოს კათედრის ყველა დოკუმენტაციას და დროულად მიიღოს მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა მასალა;
 მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა სიით შემადგენლობის 1/3–ის მოთხოვნით;
 ვალდებულნი არიან დაესწრონ კათედრის სხდომებს და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ მუშაობაში;
 წლის ბოლოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ კათედრის გამგეს კათედრის სხდომაზე დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით;
 შეასრულონ კათედრის გადაწყვეტილებები და კათედრის თავმჯდომარის დავალებები.

თ ა ვ ი 5.

კათედრის ფუნქციები

მუხლი 5

5.1. კათედრის მუშაობის პრინციპები შესაბამისობაშია განათლების სახელმწიფო პოლიტიკის, სკოლის წესდებისა და შინაგანაწესში გაცხადებულ დებულებებთან;

5.2. კათედრის მუშაობის მთავარი მიმართულებებია:
 სკოლის ახალი კულტურის- თანამშრომლობითი, კოლეგიური, პოზიტიური ურთიერთობების დამკვიდრება სასკოლო ცხოვრებაში; სახელმძღვანელოების შერჩევა;
 შეფასების რუბრიკების და სქემების შემუშავება სამივე კომპონენტის მიხედვით;
 საგნის სწავლების კოორდინაცია;
 პროფესიული განვითარების გზების დასახვა:
 ტრენინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
 გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და საკუთარი საქმიანობის კრიტიკული კვლევა;
 გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
 სხვადასხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა და საერთო თემატიკის შეთანხმება ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად;
 რეკომენდაციების შემუშავება სასწავლო რესურსების, ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
 გაკვეთილის დაგეგმვისა და შეფასების ინდიკატორების დადგენა;

თ ა ვ ი 6.
კათედრის შეკრების სიხშირე და განრიგი

მუხლი 6

6.1.კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში 2–ჯერ მაინც, სემესტრის დასაწყისისა და დამთავრების დროს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა;

6.2. კათედრის სხდომის განრიგი და დღის წესრიგი დგება წინასწარ და ფორმდება ოქმით;

6.3.კათედრაზე უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
 სამოქმედო გეგმა;
 სხდომების ოქმები;
 გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკები;
 შემუშავებული რეკომენდაციები;
 სასწავლო მეთოდური დამუშავებები;
 საკონტროლო და ტესტების ვარიანტები;
 დიაგნოსტიკური წერების ვარიანტები და შედეგები;
 სემესტრული და წლიური ანგარიშები.

6.4. საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება მოწესრიგება და შენახვა ევალება კათედრის მდივანს. დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ 2 წლისა.

თ ა ვ ი 7.

კათედრის სხდომები, სხდომის პროცედურა და სხდომის ოქმის წარმოება

მუხლი 7

7.1.კათედრის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, ხოლო საორგანიზაციო და საინფორმაციო მხარეს აწესრიგებს მდივანი;

7.2.კათედრის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება წევრთა უბრალო უმრავლესობა;

7.3.პირველ სხდომაზე ირჩევენ თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უმრავლესობით;

7.4.თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი ირჩევა 1 წლის ვადით;

7.5.ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, რომელიც ბოლოს გამოთქვამს მოსაზრებებს;

7.6. კათედრის სხდომის დანიშვნამდე მინიმუმ სამი დღით ადრე კათედრის თავმჯდომარე მდივნის საშუალებით ატყობინებს წევრებს სხდომის შესახებ, შეტყობინება წერილობითია, რომელსაც თან ერთვის დღის წესრიგი;

7.7. ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებულ ან გამოკლებულ იქნას განსახილველი საკითხები;

7.8.სხდომის ოქმში ფიქსირდება ყველა მომხრე თუ მოწინააღმდეგე მოსაზრება;

7.9.სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი;

7.10. სხდომის ოქმები ან წიგნად იკრიბება ან განცალკევებული ფურცლების სახით ინახება და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, გარდა კონფედენციალური სხდომის ოქმებისა;

7.11. დახურული სხდომის ოქმი ინახება და საჯარო ხდება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 33 მუხლის შესაბამისად.