„ცოდნა სინათლეა, ცოდნა სიმდიდრეა,მერე იმისთანა სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრი დაურიგო, ბევრს გაუნაწილო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება.“ დიდი ილიას  ეს ბრძნული გამონათქვამი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, მითუმტეს ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორიც საგანმანათლებლო სივრცეშია მოცემული. მშობელს უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება და შესაბამისი ბავშვის ინტერესებზე მორგებული სკოლის შერჩევა.

გთავაზობთ ჩვენი სკოლის მოკლე პრეზენტაციას, რომელიც  ვთვლით, რომ ყველა ტიპის მშობლის ინტერესებს  დაკმაყოფილებს.

საშუალო სკოლა ზენიტი დაარსდა 2017 წლის 21 მარტს. სკოლა სწავლებას ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების სამივე საფეხურზე. სკოლის პედაგოგები, განათლების სისტემის პროფესიონალი მუშაკები არიან, რომელთა შორის მრავლად არის სერთიფიცირებული მასწავლებლები. სკოლას ხელმძღვანელობს პროფესორი, მათემატიკოსი ფიქრია ღურწკაია. მუდმივად ცვალებად გარემოში მოსწავლემ უნდა შეძლოს ადაპტირება და საკუთარი თავის დამკვიდრება, ამიტომ პრიორიტეტად მივიჩნიეთ უცხო ენების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და  მათემატიკის გაძლიერებული სწავლება სამივე საფეხურზე. ყველა კლასში საათობრივ ბადეს ემატება ერთი საათი მშობლიურ ენაში, სადაც შეისწავლიან ქართულ გრამატიკას.

საატესტატო და სააბიტურიენტო მომსახურეობის სრულყოფის მიზნით, მე-11, კლასებში, საათობრივ ბადეში საბუნებისმეტყველო საგნებში ემატებათ თითო საათი , ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საათებს და მე-12 კლასში 2 კვ.საათი დატვირთვით ტარდება ზოგადი უნარები, და დამატებითი საათებით მათემატიკა და უცხო ენა..

სკოლა სთავაზობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გახანგრძლივებული ტრეინინგჯგუფის, მომსახურეობის სრულ და ნაწილობრივ პაკეტს რაც გულისმობს: საღამოს 6 საათამდე მოსწავლის სკოლაში დაყოვნებას, მეცადინეობას ორჯერადი კვებით (სრული პაკეტი) და სკოლაში დაყოვნებას და  მეცადინეობას კვების გარეშე.(ნაწილობრივი პაკეტი). დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობის სახით სასწავლო გეგმაში შევიდა ორი საგანი: ჭადრაკი და მეტყველების კულტურა, რომელთა ხარისხიანად დაუფლება დაეხმარება მოსწავლეს წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

სკოლა განთავსებულია შენობის მე-2 სართულზე, ნათელი და ფართო საკლასო ოთახებით, ინდივიდუალური მერხებითა და სკამებით. სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის კაბინეტები, ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და ინტერნეტში ჩართული კომპიურეტით, სამედიცინო ოთახით, გახანგრძლივებული ჯგუფისთვის დასასვენებელი ოთახით, სკოლის სასადილოთი, კომპიუტერული კლასით, სადაც განთავსებულია 16 ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი. სასწავლო პროცეს წარმართავს სკოლის დირექტორი, დირექცია და 18 მასწავლებელი.